понедельник, 16 мая 2011 г.

რა არის სერვერი?!

ინტერნეტში, გარდა “ჩვეულებრივი კომპიუტერებისა”, უამრავი “არაჩვეულებრივი კომპიუტერიც” მოიპოვება. მათ მაგიური სიტყვა “სერვერი” ჰქვიათ. სერვერი იდეაში იგივე კომპიუტერია, ოღონდ უფრო სპეციფიურ ამოცანებზე გათვლილი და შესაბამისად უფრო სპეციფიური კომპლექტაციის. მაგალითად ვებ-სერვერებს არაფერში ჭირდებათ nVidia-ს მერვე და მეცხრე თაობის ვიდეოკარტები, რომლებზეც სახლში არცერთი ჩვენთაგანი არ იტყოდა უარს. არ ჭირდებათ იმიტომ, რომ პრინციპში ისინი ლოკალურად არც არაფერს აჩვენებენ. მათი მთავარი ამოცანა მოთხოვნილი ვებ-გვერდების გაგზავნაა კონკრეტულ მისამართებზე. ამისათვის კი მათ კარგი ინტერნეტ შეერთება, დიდი მოცულობის მყარი დისკი, ოპერატიული მეხსიერება და სწრაფი პროცესორები უფრო მეტად ჭირდებათ, ვიდრე DVD-rewrite-ი ან უახლესი ვიდეოადაპტერი.   სერვერები იმდენნაირი არსებობს რამდენიც გაგიხარდება. აქ იგულისხმება როგორც ფიზიკურად განსხვავებული სერვერები, ასევე მათზე დაკისრებული ამოცანების მიხედვით. არსებობ ვებ-სერვერები, მონაცემთა ბაზის სერვერები, DNS სერვერები, ელფოსტის სერვერები და სხვა.

Комментариев нет:

Отправить комментарий