понедельник, 16 мая 2011 г.

ინტერნეტ-მიჯაჭვულობა

გასულ წელს ფსიქიატრთა ასოციაციის მსოფლიოში უმსხვილესმა ოფიციალურმა გამოცემამ «The American Journal of Psychiatry»  გამოაქვეყნა სტატია, რომლის ავტორიც გვთავაზობს ინტერნეტ-მიჯაჭვულობის შეტანას გონებრივი მოშლილობების ცნობარში. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მსოფლიო-ფსიქიატრიამ აუცილებლობად ცნო ინტერნეტ-მიჯაჭვულობას მიანიჭოს ოფიციალური დაავადების სტატუსი.

დღეს მსოფლიოში ინტერნეტ-მიჯაჭვულობით დაავადებულია ინტერნეტის მომხმარებელთა 2-10%. თითქოს არც ისე დიდი მაჩვენებელია, მაგრამ თუ პროცენტებს რიცხვებში გადავიყვანთ... ამ ადამიანებს კი სასწრაფო სამედიცინო დახმარება სჭირდებათ, რადგან დიდი სიკვდილიანობის რისკი: ამ მიზეზით უკვე გარდაცვლილია ასობით ადამიანი, რადგან ორგანიზმი ვერ უძლებს კომპიუტერთან 24 საათიან ჯდომას. რაც შეეხება რისკკის ჯგუფს, მათში სხვადასხვა მაჩვენებლებით შედიან ქსელის მომხმარებელთა 40%.

ადამიანები, რომლებიც ამ ჯგუფს განეკუთვნებიან, საათობით, ან სულაც 24 საათის განმავლობაში სხედან კომპიტერებთან. მათ ავიწყდებათ ჭამა, ძილი. აღარ აინტერესებთ პირადი ჰიგიენა და სახლის ხლაფორთები. ოჯახი, სამუშაო, სწავლა, მეგობრები - ეს ყველაფერი მათთვის მეორე პლანზე გადადის. ყოველდღიურად სულ უფრო მეტსა და მეტ დროს ატარებენ უსასრულო ვირტუალურ სამყაროში და საბოლოოდ აღარაფერი აინტერებთ გარშემო.

ინტერნეტის მიმართ დამოკიდებულება ყოველთვის არ იღებს ასეთ უკიდურეს ხასიათს, მაგრამ საფრთხე იმაში მდგომარეობს, რომ ინტერნეტის ძალიან ხშირი გამოყენება უკვე დიდი რისკია

რატომ ეთამაშება ადამიანი ასე საკუთარ თავს? საქმე იმაშია, რომ საზოგადოება ისწრაფვის მაქსიმალური კომფორტისაკენ, მისი ნებისმიერი გამოვლინებისაკენ. ჩვენ მივეჩვიეთ "რბილ ბალიშებზე" ცხოვრებას: სახლში სითბოა. მაგრამ გარეთაც არ არის მოცურების საშიშროება. მოიწყინეთ? შეგიძლაით რაიმე ფილმს უყუროთ, ტელევიზორი ჩართოთ. ამ უსაზღვვრო კომფორტით განაზებულ და გათამამებულ ადამიანს აღარ სიამოვნებს საკუთარ ნამდვილ მოთხოვნილებებთან შეჯახება, რადგან ნებისმიერი დაუკმაყოფილებელი მოთხოვნილება ტვინში ნეგატიურ ემოციად გამოვლინდება - ასეა მოწყობილი ადამიანის ფსიქიკა. ბავშვები არ გვიჯერებენ, სამსახურიდანაც დათხოვნა გვემუქრება. ბანკიდან კი შეიძლება ტყვიამფრქვევით მოგვადგნენ და კრედიტის დაფარვა გვაიძულონ. ეს ყველაფერი უფრო მეტია, ვიდრე უსიამოვნება, ამ ყველაფერს რაღაც უნდა მოვუხერხოთ.

ამაზე რომ არ იფიქროს, ადამიანმა უნდა ჩაიხშოს თავი, მაგალითად ინტერნეტით, რომელშიც მილიარდი საშუალებაა იმისათვის, რომ გადაერთოს, თავდავიწყებას მიეცეს. ზუსტად ამ პრინციპით მოქმედებს საკუთარი თავის ჩახშობა სასმელით, ჰეროინით, კაზინოში სიარულით. ვიღაც ერთხელ სცდის - გამოუვა. ესეიგი უნდა გაიმეოროს! იმეორებს. შემდეგ კი ეჩვევა. დროთა განმავლობაში კი საკვების მიღებაც ავიწყდება და პირის დაბანაც.

დაიცავით თავი!!!

როგორ გგონიათ თქვენ ავად ხართ????????

1 комментарий:

  1. ინტერნეტი ფულის შოვნის უნიკალური საშუალებაა, ამიტომ ჯობია კომპიუტერთან ჯდომაში გაატარო 5 საათი და მიიღო შემოსავლები, ვიდრე 400 ლარიან უვარგის სამსახურში იყო და დროს გაყვანაზე ფიქრობდე.

    ОтветитьУдалить