понедельник, 16 мая 2011 г.

ქართული ინტერნეტი


ქართული ინტერნეტის შექმნაში პირველი ნაბიჯები გადადგა საქართველოს დევნილი ეროვნული ხელისუფლების ემიგრაციამ ფინეთიდან.
  • პირველი ქართული (ქართულ ენაზე შესრულებული) ვებ გვერდი ანუ ვებ საითი 1996 წლის დასაწყისში შექმნა პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას წარმომადგენელმა ევროპაში რენო სირაძემ (ფინეთი) – ეს იყო „დედაენა
  • პირველი ქართული ვებ საითი რომელიც უნიკოდ კოდირებაზე იყო დაფუძნებული და ზოგადად მეორე ქართული ვებ საითი გახდა „შავლეგო“ დაარსებული 1996 წელს BPG-InfoTech-ის (ბესარიონ გუგუშვილი, ფინეთი) მიერ
  • ინტერნეტ ტექნოლოგიებისადმი და ინტერნეტში ქართული დამწერლობის გამოყენებისადმი მიძღვნილი პირველი ქართული ვებ საითი გახდა „ქართული ვების ტიპოგრაფია“ დაარსებული 1997 წლის დასაწყისში BPG-InfoTech-ის (ბესარიონ გუგუშვილი, ფინეთი) მიერ – იყენებს უნიკოდ კოდირებასა და დინამიურ ფონტებს
  • პირველი ქართული წარმოების უნიკოდ ფონტები ინტერნეტისა და ვებისათვის გახდნენ BPG-InfoTech-ის (ბესარიონ გუგუშვილის) მიერ შექმნილი BPG SanSer, BPG Classic და რენო სირაძის შექმნილი RsWWWNet
http://temoblumgardt.wordpress.com/

ბრაუზერი.


იტერნეტ ბრაუზერი (ასევე ვებ ბრაუზერი ან უბრალოდ ბრაუზერი) წარმოადგენს პროგრამას, ტექნიკურად „HTTP კლიენტს“, რომელიც მომხმარებელს საშუალებას აძლევს „HTML დოკუმენტების“ ინფორმაციის ჩვენებას, ვებ-სერვერიდან ან ფაილური სისტემიდან. დღეისთვის მრავალი ინტერნეტ-ბრაუზერი არსებობს, მათ შორის პერსონალური კომპიუტერებისთვის ყველაზე პოპულარულია:

რა არის სერვერი?!

ინტერნეტში, გარდა “ჩვეულებრივი კომპიუტერებისა”, უამრავი “არაჩვეულებრივი კომპიუტერიც” მოიპოვება. მათ მაგიური სიტყვა “სერვერი” ჰქვიათ. სერვერი იდეაში იგივე კომპიუტერია, ოღონდ უფრო სპეციფიურ ამოცანებზე გათვლილი და შესაბამისად უფრო სპეციფიური კომპლექტაციის. მაგალითად ვებ-სერვერებს არაფერში ჭირდებათ nVidia-ს მერვე და მეცხრე თაობის ვიდეოკარტები, რომლებზეც სახლში არცერთი ჩვენთაგანი არ იტყოდა უარს. არ ჭირდებათ იმიტომ, რომ პრინციპში ისინი ლოკალურად არც არაფერს აჩვენებენ. მათი მთავარი ამოცანა მოთხოვნილი ვებ-გვერდების გაგზავნაა კონკრეტულ მისამართებზე. ამისათვის კი მათ კარგი ინტერნეტ შეერთება, დიდი მოცულობის მყარი დისკი, ოპერატიული მეხსიერება და სწრაფი პროცესორები უფრო მეტად ჭირდებათ, ვიდრე DVD-rewrite-ი ან უახლესი ვიდეოადაპტერი.   სერვერები იმდენნაირი არსებობს რამდენიც გაგიხარდება. აქ იგულისხმება როგორც ფიზიკურად განსხვავებული სერვერები, ასევე მათზე დაკისრებული ამოცანების მიხედვით. არსებობ ვებ-სერვერები, მონაცემთა ბაზის სერვერები, DNS სერვერები, ელფოსტის სერვერები და სხვა.

ინტერნეტის შესაძლებლობები


ინტერნეტი ეს არის სრულყოფილი და უნივერსალური საშუალება ინფორმაციის გადაცემისთვის ჯერ კაცობრიობას ამაზე უკეთესი საშუალება ინფორმაციის გადაცემის არ გამოუგონებია უსასრულო და გლობალური ქსელის პრიორიტეტებია:

1   24 საათის განმავლობაში შეგიძლიათ განათავსოთ ინფორმაცია ინტერნეტში და სხვა მას კითხულობს, თქვენ კი სხვა საქმით იყოთ დაკავებული

2   განუსაზღვრელი აუდიტორია. ერთდროულად თქვენ ინფორმაციას იღებს უამრავი რაოდენობის ადამიანი

3  მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში მიაღწევს ინფორმაცია თუ იქნება ინტერნეტის საშუალება

4  შეუძლია გადასცეს სხვადასხვა ტიპის ინფორმაცია - სურათები გრაფიკა აუდიო და ვიდეო ჩანაწერები
ამ შესაძლებლობების საშუალებით თქვენ შეგიძლიათ შექმნათ იდეალური ბიზნესი.

5  ინტერნეტმა მთელს მსოფლიოში უამრავი შეზღუდული შესაძლებლობების პირის ცხოვრება შეცვალა. თანამედროვე ტექნოლოგიების დახმარებით შეზღუდული შესაძლებლობები მინიმუმამდე მცირდება, ამიტომ ევროპასა თუ ამერიკაში სხვადასხვა ტექნიკური მოწყობილობები და კომპიუტრული პროგრამები იქმნება, რათა მათი სასტარტო პირობები სხვებისას გაუთანაბრდეს. თანამედროვე ტექნოლოგიების პოტენციალი ის ეფექტური ინსტრუმენტია, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებს წარმატებულ სოციალიზაციასა და თვითრეალიზაციაში ეხმარება
.http://gruzblog.blogspot.com/

ინტერნეტის დადებითი და უარყოფითი მხარეები

ინტერნეტის დადებითი მხარე:

ჭკვიან ადამიანს შეუძლია ინტერნეტი ჭკვიანურად გამოიყენოს.მოიძიოს ინფორმაცია სასურველ თემაზე..თუ სურვილი ექნება შეიძინოს ახალი მეგობრები..მოუსმინოს მუსიკას..გაიგოს ახალი ამბები,გააკეთოს ბლოგი,ან შექმნას საიტი... და კიდევ ბევრი საინტერესო რამის გაკეთება შეუძლია ინტერნეტ(გონიერ)მომხმარებელს.

ინტერნეტის უარყოფითი მხარე:

ეს უფრო რთული თემაა..არსებობენ ადამიანები,რომლებიც 24 საათი (ცოტათი ვაჭარბებ) კომპიუტერთან სხედან და ინტერნეტში უგზოუკლოდ ან გზაკვალიანად დაბოდიალობენ...ჯერ ერთი ეს აუცილებლად იმოქმედებს მხედველობაზე,რათქმაუნდა დადებითად არა,ასევე პრობლემები შეიძლება შეგვექმნას ხერხემალთან,რომელიც ან "s"-ს ფორმას მიიგებს, ან "c"–ის.....ამას გარდა ინტერნეტ სამყაროში ადამიანებთან ურთიერთობამ შეიძლება სულ დაგვავიწყოს რეალურ სამყაროში ურთიერთობა.. არ დავწვრილმანდები კიდევ რამდენი უარყოფითი რამის გამოწვევა შეუძლია ინტერნეტის არაგონივრულად გამოყენებას.

როგორ ავარიდოთ თავი მსგავს უბედურებას?

 დასაწყისისათვის აუცილებელია იცოდეთ ინტერნეტ-მიჯაჭვულობის სიმპტომები: დროის კონტროლის შესაძლებლობის დაკარგვა, რომელსაც ინტერნეტში ატარებთ. როცა ინტერნეტში არ ხართ: უძილობა, კოშმარები, გაღიზიანება, გუნება-განწყობილების ვარდნა, თავის ტკივილები.

თანდათანობითი, მაგრამ გამუდმებული სწრაფვა იმ დროის გაზრდისა, რასაც ინტერნეტში ატარებთ.

ინტერესის დაკარგვა იმ ალტერნატიული დროის გატარებისა, რომლებიც ადრე სიამოვნებას განიჭებდნენ.

თუ აღარ შეგიძლიათ ინტერნეტში გატარებული დროის შემცირება მაშინაც კი, როცა ამის გაკეთება ნამდვილად გინდათ.

თუ ზემოთ აღნიშნული ნიშნებიდან სამი მაინც შენიშნეთ საკუთარ თავს, შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ: ინტერნეტ-მიჯაჭვულობა გიყალიბდებათ.

ეს კი შესაბამისად იმას ნიშნავს, რომ ძალიან მალე ვეღარ შეამჩნევთ, თუ როგორ გადის დრო მონიტორთან, შეწყვეტთ სტუმრად სიარულს, სახლის ალაგებას და სულ ერთი გახდება, თუ რა გაცვიათ, დაბანილი ხართ თუ არა და ა.შ.

თუ რაღაცა შიგნიდან გამუდმებით გთხოვთ შეხვიდეთ ინტერნეტში და შეამოწმოთ თქვენი ელ-ფოსტა და ნახოთ, თუ რას აკეთებენ თქვენი მეგობრები, შეამოწმოთ რა მოგწერეს "ოდნოკლასნიკებში" და ამ ყველაფრის გარეშე თავს ცუდად გრძნობთ. თუ სერიოზულად ნერვიულობთ, შემდეგ კი ბრაზდებით, როცა რაღაც მიზეზების გამო ინტერნეტი ითიშება ან ვიღაცის გამო იძულებული ხართ ადგეთ და მოშორდეთ კომპიუტერს და რაც მთავარია - თუ ეს ყველაფერი არ მოგწონთ, მაგრამ ვერაფრით აღწევთ თავს, დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, უკვე მიჯაჭვული ხართ ინტერნეტს.

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება რეალობაში

როგორ უნდა მოიქცეთ ასეთ შემთხვევაში? თუ საქმე ძალიან შორსაა წასული - ერთად-ერთი გამოსავალია დარეკოთ მეგობართან და სთხოვოთ, ექიმთან წაგიყვანოთ. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ დიდი ხნით გეშველებათ. ამიტომ უმჯობესია საქმე აქამდე არ მიიყვანოთ და ინტერნეტი სწორად გამოიყენოთ, ეს კი ნიშნავს, რომ:

უკიდურესად სასურველია ინტერნეტი მხოლოდ საქმისათვის გამოიყენოთ.

ინტერნეტის საშუალებით მაშინ გაერთეთ, როცა ყველა საქმე მოგვარებული გაქვთ.

შეზღუდეთ ინტერნეტში "სეირნობის" დრო. ჩართეთ ტაიმერი! ერთი საათი ან საათნახევარი სავსებით საკმარისია საღამოს. შემდეგ კი გამორთეთ ეს "ჯოჯოხეთის" მანქანა და გადით სუფთა ჰაერზე, ისუნთქეთ, გაავარჯიშეთ სხეული.

თუ ამჩნევთ, რომ უსაფრთხოების ზომების მიუხედავად მაინც ეჯაჭვებით ინტერნეტს, ერთად-ერთი გამოსავალია უბრალოდ გამორთოთ სახლში კომპიუტერი და აღარ გაეკაროთ 2 კვირის განმავლობაში. საერთოდ. წინააღმდეგ შემთხვევაში მართლა დაგჭირდებათ მეგობრებთან დარეკვა და საშველად ხმობა.

ინტერნეტ-მიჯაჭვულობა

გასულ წელს ფსიქიატრთა ასოციაციის მსოფლიოში უმსხვილესმა ოფიციალურმა გამოცემამ «The American Journal of Psychiatry»  გამოაქვეყნა სტატია, რომლის ავტორიც გვთავაზობს ინტერნეტ-მიჯაჭვულობის შეტანას გონებრივი მოშლილობების ცნობარში. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მსოფლიო-ფსიქიატრიამ აუცილებლობად ცნო ინტერნეტ-მიჯაჭვულობას მიანიჭოს ოფიციალური დაავადების სტატუსი.

დღეს მსოფლიოში ინტერნეტ-მიჯაჭვულობით დაავადებულია ინტერნეტის მომხმარებელთა 2-10%. თითქოს არც ისე დიდი მაჩვენებელია, მაგრამ თუ პროცენტებს რიცხვებში გადავიყვანთ... ამ ადამიანებს კი სასწრაფო სამედიცინო დახმარება სჭირდებათ, რადგან დიდი სიკვდილიანობის რისკი: ამ მიზეზით უკვე გარდაცვლილია ასობით ადამიანი, რადგან ორგანიზმი ვერ უძლებს კომპიუტერთან 24 საათიან ჯდომას. რაც შეეხება რისკკის ჯგუფს, მათში სხვადასხვა მაჩვენებლებით შედიან ქსელის მომხმარებელთა 40%.

ადამიანები, რომლებიც ამ ჯგუფს განეკუთვნებიან, საათობით, ან სულაც 24 საათის განმავლობაში სხედან კომპიტერებთან. მათ ავიწყდებათ ჭამა, ძილი. აღარ აინტერესებთ პირადი ჰიგიენა და სახლის ხლაფორთები. ოჯახი, სამუშაო, სწავლა, მეგობრები - ეს ყველაფერი მათთვის მეორე პლანზე გადადის. ყოველდღიურად სულ უფრო მეტსა და მეტ დროს ატარებენ უსასრულო ვირტუალურ სამყაროში და საბოლოოდ აღარაფერი აინტერებთ გარშემო.

ინტერნეტის მიმართ დამოკიდებულება ყოველთვის არ იღებს ასეთ უკიდურეს ხასიათს, მაგრამ საფრთხე იმაში მდგომარეობს, რომ ინტერნეტის ძალიან ხშირი გამოყენება უკვე დიდი რისკია

რატომ ეთამაშება ადამიანი ასე საკუთარ თავს? საქმე იმაშია, რომ საზოგადოება ისწრაფვის მაქსიმალური კომფორტისაკენ, მისი ნებისმიერი გამოვლინებისაკენ. ჩვენ მივეჩვიეთ "რბილ ბალიშებზე" ცხოვრებას: სახლში სითბოა. მაგრამ გარეთაც არ არის მოცურების საშიშროება. მოიწყინეთ? შეგიძლაით რაიმე ფილმს უყუროთ, ტელევიზორი ჩართოთ. ამ უსაზღვვრო კომფორტით განაზებულ და გათამამებულ ადამიანს აღარ სიამოვნებს საკუთარ ნამდვილ მოთხოვნილებებთან შეჯახება, რადგან ნებისმიერი დაუკმაყოფილებელი მოთხოვნილება ტვინში ნეგატიურ ემოციად გამოვლინდება - ასეა მოწყობილი ადამიანის ფსიქიკა. ბავშვები არ გვიჯერებენ, სამსახურიდანაც დათხოვნა გვემუქრება. ბანკიდან კი შეიძლება ტყვიამფრქვევით მოგვადგნენ და კრედიტის დაფარვა გვაიძულონ. ეს ყველაფერი უფრო მეტია, ვიდრე უსიამოვნება, ამ ყველაფერს რაღაც უნდა მოვუხერხოთ.

ამაზე რომ არ იფიქროს, ადამიანმა უნდა ჩაიხშოს თავი, მაგალითად ინტერნეტით, რომელშიც მილიარდი საშუალებაა იმისათვის, რომ გადაერთოს, თავდავიწყებას მიეცეს. ზუსტად ამ პრინციპით მოქმედებს საკუთარი თავის ჩახშობა სასმელით, ჰეროინით, კაზინოში სიარულით. ვიღაც ერთხელ სცდის - გამოუვა. ესეიგი უნდა გაიმეოროს! იმეორებს. შემდეგ კი ეჩვევა. დროთა განმავლობაში კი საკვების მიღებაც ავიწყდება და პირის დაბანაც.

დაიცავით თავი!!!

როგორ გგონიათ თქვენ ავად ხართ????????

воскресенье, 15 мая 2011 г.

ინტერნეტის შექმნა


ინტერნეტმა მთელი სამყარო მოიცვა მაგრამ საიდან გაჩნდა იგი ბევრმა არ იცის. ინტერნეტის შექმნის ერთიანი  თარიღი  არ არსებობს მის ათვლის წერტილად სხვადასხვა თარიღი სახელდება . შეერთებული შტატების სამინისტრო დიდხანს ფიქრობდა შეექმნა რაიმე ისეთი ქსელი რომელსაც არ ექნებოდა სამართავი პულტი  და არ გაითიშებოდა რაიმე ინციდენტის შედეგად სწორედ ამიტომ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება რომ შეექმნათ კომპიუტერული ქსელი. Mმართლაც 1969წელს შექმნეს  ქსელი რომელიც ოთხ ამერიკულ სამეცნიერო ინსტიტუტს აერთიანებდა. Qქსელის შექმნა სამხედროების მიერ იყო დაფინანსებული.ამ ქსელში ჩართული სერვერები რადიკალურად განსხვავებული იყო დღევანდელი კომპიუტერებისგან   საერთოდ არ ჰქონდა მონიტორი და თავისთავად არც მაუსი . ინფორმაცია სპეციალურ პრინტერებზე იბეჭდებოდა.

რა არის ინტერნეტი !


ინტერნეტი (Internet) არისმსოფლიო-ქსელი”, ერთმანეთზე მიერთებული კომპიუტერების საჯაროდ ხელმისაწვდომი ქსელი. ინტერნეტს, ზოგჯერ ეძახიან, უბრალოდქსელს”(The Net), ანუ ქსელთა ქსელს, სადაც მომხმარებლებს, თუ მათ აქვთ უფლებები, შეუძლიათ ნებისმიერი კომპიუტერიდან მიიღონ ინფორმაცია. ინტერნეტი აღნიშნავს გლობალურ კომპიუტერულ ქსელს, რომელიც ეფუძნება IP პროტოკოლს და პაკეტთა მარშრუტიზაციას. ინტერნეტი ქმნის გლობალურ საინფორმაციო სივრცეს და წარმოადგენს მსოფლიო ქსელის საფუძველს.